2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ დევნილი, არჩევნებიდან უკანონოდ მოხსნილი , პარტია " სკპ სტალინელებად" ქცეული "ცენტრისტების" და ჩვენი ერთობლივი გუნდის უმთავრესი მიზანი იქნება:

1.    ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური  კურსის გადახედვა,

2.    კონსტიტუციით ნატოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე უარის თქმა,

3.    რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაუყოვნებლივი  აღდგენა ,

4.    რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება,

5.    საქართველოს ევრაზიულ სივრცეში ინტეგრირება და საქართველოს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწვრიანება,

6.    რუსული  სამხედრო ბაზების სტატუსის შეცვლა და ქათულ, აფხაზურ , ოსური კონფლიქიტის ზონაში საპოლიციო მანდატით აჭღურვა, 

7.    საქართველოს მოქალაქეთათვის ე.წ. რუსული (საბჭოთა) პენსიის მიღების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან  მოლაპარაკებების წარმოება,

8.    ქართულ- აფხაზურ-ოსური კონფლიქტების მოგვარება,

9.    საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ორმაგი მოქალაქეობის შემოღება,

10.  ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების 10 წლიანი მოდელის დანერგვა,

11.   სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების გადახედვა,

12.  სახელმწიფო დახმარების გაზრდა  მრავალშვილიანი ოჯახებისთვის,

13.  არასამთავრობო ორგანიზაციათათვის ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინანსების შეზღუდვა,

14.  ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი რეფორმირება,

15.  სახელმწიფო სააფთიაქო ქსელის გახსნა,

16.  პურზე, ნავთობპროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულირება,

17.  სოფლის მეურნეობის განვითარება,

18.   ბიზნესგარემო და კონკურენციის პოლიტიკა,

19.  გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება ,

20.  დეპოლიტიზებული პოლიცია, ძლიერი უშიშროების სამსახური, ერთობლივი ევრაზიული თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები,

21.  მუნიციპალიტეტების, საჯარო  მოხელეთა, ძალოვან უწყებათა თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი  ბინით  სახელმწიფო უზრუნველყოფა,

22.   სახელმწიფო სპორტული პროგრამის ფარგლებში უფასო  სპორტული ცენტრების გახსნა,

23.  მეცნიერების ხელშეწყობა,

24.  ავტომანქანების განბაჟების შემცირება,

25.  სასამართლოს დამოუკიდებლობა და  მოსამართლეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრა,

26.  რეალურად მოქნილი და სიცოცხლისუნარიანი  სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) აპარატის ჩამოყალიბება,

27.  პარტიების საქმიანობის და დაფინანსების სისტემის რეფორმა,

28.  დასაქმების სახელმწიფო კომიტეტის შექმნა,

29.  კომუნალური გადასახადების ტარიფების შემცირება და ევრაზიულთან გატოლება,

30.  კრედიტების ხელმისაწვდომობა,ზღვრული საბანკო განაკვეთის დაწესება,

31.  საბიუჯეტო პოლიტიკა და პრიორიტეტების ახლებური განსაზღვრა,

32.  სახელმწიფო ვალის მართვა,

33.  იპოთეკით დაზარალებული მოსახლოების პრობლემების სახელმწიფო კომისიის შექმნა და საკითხის გამოკვლევამდე სახელმწიფო ვალად აღიარება,

34.  პროსტიტუციის, აზარტული თამაშების ადგილების განსაზღვრა  და  მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია

 

შემოხაზეთ N12 , გავამთლიანოთ საქართველო !

 

 

წლების მანძილზე სააკაშვილის ხელისუფლება მიზანმიმარულად ქმნიდა ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანები კომპრომატების სქელი ჯაჭვით იქნებოდნენ შეკრული და ერთმანეთზე  გადაბმულნი, რათა შემდგომში სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის ოდნავი გაწევის სურვილიც არ გაჩენოდათ.  სახელმწიფო ინსტიტუტები ცდილობდნენ საზოგადოება დაეშინებინათ, დაემონებინეთ, ფარასავით ემართათ.
 ქვეყნის უბედურებაა, რომ მოჩვენებითი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან „დევნილების ქვეყანად“  ვიქეცით.  
ყველგან  და აქაც  ცხოვრობენ დევნილები აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან (სამხრეთ ოსეთიდან) ...
ვიცი, მოენატრათ მათ საკუთარ სახლში, საკუთარ კარ -მიდამოში ცხოვრება, 
მოენატრათ მამაპაპისეული საფლავები, 
მოენატრათ ღირსეულად ცხოვრება, რისი გაკეთების, შესრულების საშუალება, არც დაპირება სხვა რომელიმე პარტიას არ აქვს, გარდა ჩვენი პარტიის.
დაპირებებს , რომლებსაც მე და ჩემი პარტია გავცმეთ და სხვებისგან განსხვავებით შევსურულებთ კიდევაც ამომრჩეველს,  ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლის  საქმეა!
   
-  ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე პარტიის, ახალი თუ ძველი დაპირებების რევიზიას,
-  არ ვაპირებთ ჩასაფრებულის პოზიციიდან დაილოგს და მათ შეცდომებზე ქილიკს და არც სხვას ვურჩევთ, რადგან დაპირებებს, რომლებსაც ჩვენ გავცვემთ და რისი შესრულების ნებაც, სურვილიც, გარკვეულწილად გარანტიაც  გაგვაჩნია სხვა პარტია  ვერ შეძლებს. 

  ჩვენი მიზანია საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობა  და აღარასოდეს  არსებობდეს საფრთხე ქვეყნის რომელიმე კუთხის ოკუპირების.
  საკანონმდებლო ორგანოში მოხვდერისას ამისთის ჩვენ კვლავაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან.  

-    ვპირდებით მოსახლეობას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოიხსენება ყველა ბარიერი, 
-    დაწესდება უვიზო რეჟიმი, 
-    საქართველო გახდება ევრიზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, რაც მისცემს საშუალებას ქართველ გლეხს, ფერმერს, ბიზნესმენს  ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაყიდოს თავის პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში და შემოიტანოს რუსული პროდუქცია , 
-     ვპირდებით მოსახლეობას, რომ  საქართველო იქნება დაცული გარე საფრთხეებისგან, მსოფლიოს მოდებული ტერორიზმის სენისგან , არა მხლოდ ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების სიტყვიერი „შეშფოთება-აღშფოთებით“ და გაჭირვების ჟამს გამოგზავნილი მინერალური წლით, არამედ  რუსული იარაღით, რომელიც უძლიერესია მსოფლიოში და რუსულ -ქართული ერთობლივი სამხედრო  შენაერთებით, 
-    ვპირდებით მოსახლეობას, რომ ისინი მიიღებენ  პირობითად, რუსული პენსიას. ასე ჰქვია იმ დახმარებას, ინვესტიციას თითოეულ ქართულ ოჯახში, რასაც რუსეთის სახელმწიფო, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე იჩენს საკუთარი ყოფილი მოქალაქეებისადმი.
 

ასეთივე პენსიას ღებულობენ – აფხაზეთში, ოსეთში, სომხეთში და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისრაელშიც. 
გამეხარდება, თუ რომელიმე პროდასავლური პარტია გერმანულ , ფრანგულ  ან თუნდაც ამერიკულ ვარინტს შემოგვთავაზებს.
  "ევროპული არჩევანი", "ვიზალიბერალიზაცია", "სტრატეგიული მოკავშირე", " ჩვენ ვბრუნდებით საერთო ოჯახში "...
  ადამიანებს, ვისაც ეს უაზრო ფრაზები და ციტატები უკვე პოლიტიკურ პარანოიაში გადაუვიდათ კვლავ შევახსენებ:
 
 
შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ,თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველო ვერასოდეს გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი, 
-ვერასოდეს დაბრუნდება იმ "დიდ ოჯახში",სადაც არასდროს ყოფილა, ევროპა და ამერიკა არასოდეს ყოფილა საქართველოს "ისტორიული არჩევანი", 
 
-    ვერანაირად ვერ სჯობს  ევროპული ან /და ამერიკული ღირებულებები  ქართულს, 
-    ნუ მანიპულირებთ 2008 წლის  გაყალბებული პლებისციტის შედეგებით, 
-    ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე,მას მხოლოდ პოლიგონად ვჭირდებით რუსეთთან საბრძოლველად, 
-    დაბრუნდით რეალობაში,ნუ ოცნებობთ!

–  არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. 
დღემდე ჩემი ნებისმიერი ქმედება, განცხადება, მხოლოდ იმ ადამიანის მოსაზრება გახლდათ, ვინც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა საქართველოს ფაშიზმისგან გათავისუფლების საქმეში.
თუმცა, დღეს, როცა ეს საფრთხე კვლავ არსებობს, არ შემეძლო არ დავთანხმებოდი  სახელმწიფოსგან დევნილი,  არჩევნებიდან უკანონოდ  მოხსნილი პარტია „ცენტრისტების“ თავმჯდომარის ბატონ თემურ ხაჩიშვილის წინადადებას, გავწევრიანებულიყავი  პარტია  „ცენტრისტებში" და ერთად აგვეცილებინა თავიდან ახალი ფაშისტური საფრთხე  – სააკაშვილის სხვადასხვა ნიღაბმორგებული პარტიებისგან.
დღეს ეს საფრთხე რეალურია! 
ვპირდებით მოსახლეობას, მე და ჩემი გუნდი არ დავუშვებთ  ქვეყანაში ფაშიზმის ნებისმიერი ფორმით ხელახალ გამოვლინებას !
   მოვუწოდებ ყველას, ვისაც სტკივა ეს ქვეყანა, ქართველებს, განსაკუთრებით ჩემს მთიულებს , 300 არაგველის შთამომავლებს, არაქართველებს, მართლმადიდებლებს, მუსულმანებს, სხვა რელიგიის წარმომადგენლებს- ხმა მომგვეცით არჩევნებზე, ერთად დავამარცხოთ მტერი, რომელიც ძალიან ახლოსაა!
გავერთიანდეთ საბრძოლველად, დროა დავბრუნდეთ ოცნებიდან რეალობაში!
  მოგიწოდებთ ყველას  აქტიურობისაკენ, ჩვენ წერილობით შემოგთავაზებთ „ხელშეკრულებას ამომრჩეველთან“, ჩამოთვლილი პუნქტებით და დაპირების შესრულების ვადებით, რომლის შეუსრულობის შემთხვევაში ვკისრულობთ, როგორც პოლიტიკურ, ისე იურიდიულ პასუხისმგებლობას.  
                                                                                    
  არანაირად არ ვაკნინებ ბატონი ივანიშვილის ღვაწლს. მისი როლი განუზომელია ახალი ქართული რეალობის შექმნასა და ქვეყნის ფაშიზმისგან გათავისუფლების საქმეში. კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის, თუმცა დაწყებული ბრძოლა, ბოლომდეა მისაყვანი. 
ბრძოლა, რომელიც კოაბიტაციის ქარიშხალმა მიანავლა,  ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე! 

ჩვენი პარტიის განსხვავება საქართველოში მოქმედი ასეულობით პარტიისგან მისი მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიაა: 
- რუსეთთან  სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო ეკონომიკურ- პოლიტიკური კავშირის დამყარება, რაც  მოგვცემს საშუალებას უმოკლეს ვადაში გადავჭრათ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა – აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
.
 

თავისი არსებობის მანძილზე საქართველო ბევრჯერ მდგარა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე.  ქართველი მეფეების გამჭრიახი პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ერთმანეთისგან გაერჩიათ ჟამი სიჩუმის და ჟამი ხმაურის, ჟამი ქვების შეგროვებისა და ჟამი ქვების სროლის, როცა საჭირო იყო ებრძოლათ, ეომათ, მაგრამ არ შეეწირათ ქართული გენი ზვარაკად მტრისთვის, სწორედ ასეთმა პოლიტიკამ  მოგვიყვანა დღევანდლობამდე.  
 დღესაც დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ.  დღეს, საქართველოს რეალურ თავისუფლებამდე ძალიან შორს ვართ.  საოცრად უჭირს ეკონომიკური თვალსაზრისით ადამიანებს, გამრავლების ნაცვლად საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ემიგრაციაშია, სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას, ქართული გენი კატასტროფის წინაშე დგას 
ისევე როგორც, მე-18 საუკუნის დასასრულს,როდესაც მეფე ერეკლემ იხსნა ქვეყანა საბოლოო გაქრობისგან, დღეს საქართველო, რეალურად  გეოპოლიტიკური საფრთხის წინაშე დგას. 
თუმცა, მთავარი განსხვავება ხილულ და უხილავ მტერშია.
 
 ადრე ხილული მტერი თუ ხმლით ცდილობდა ჩვენს დაპყრობას, დღეს იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური ომია და ამაში ისევ შინაური, არასამთავრობო სექტორად წოდებული, საქართველოს ფარგლებს გარედან დაფინანსებული აგენტურა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები,  რეალურად კი სპეცსამსახურები, თუ კერძო „დამუკიდებელი“ მედიის, „რუსთავი 2“-ის, ნეონაცისტური პროპაგანდა აქტიურობს.
 

ვკვდებით და ვნადგურდებით როგორც ერი. ხელისუფლება სხვადასხვა „მიღწევების“ ფარატინა ქაღალდის ფრიალის ნაცვლად, დემოგრაფიულ სტატისტიკას უნდა ტიროდეს. 
დიახ, უნდა ტიროდეს ხელისუფალი, რომელსაც ერი თვალსა და ხელს შუა უკვდება!
მართლმადიდებელი ადამიანი დაცინვის ობიექტი გახდა!

 

საქართველო ბევრჯერ ყოფილა ოკუპირებული – ოსმალეთის თუ ბიზანტიის იმპერიების მიერ, ბევრ მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოსთან გვქონია ომი, დღესაც ბევრი მეზობელი სახელმწიფოს დღევანდელ საზღვრებშია საქართველოს ძირძველი მიწები...
მაშინ რა ვქნათ, ვეძახოთ ყველას ოკუპანტი?
 ჩავიკეტოთ და თვითიზოლაცია გამოვაცხადოთ როგორც ერმა?
დიახ, რუსეთის ინტერესშია მისი სამხრეთ საზღვრების გამაგრება, რასაც ძლიერი და ერთიანი საქართველო სჭირდება!

 რუსეთშია იმიგრირებული საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი, რომელიც ღვთის ანაბარაა მიტოვებული. 
ამ ხალხს ელემენტარული ყურადღება და მშობლიურ მხარეში დაბრუნება სჭირდება.  საერთო ქართულ-რუსული ეკონომიკური სივრცე,  უვიზო რეჟიმი,  საერთო საზღვრის დაცვის ღონისძიებების გატარება ტერორიზმის საშინელი ფონზე მოგვცემს უმოკლეს ვადაში ქვეყნის განვითარების, გამთლიანების და აღორძინების პერსპექტივას.
   ქართველ გლეხს უნდა გაეხსნას რუსული ბაზარი, გლეხი არ უნდა იყოს ხელისუფლების შემყურე.  რუსეთის ფედერაციის როლი, ქართველების, აფხაზების, ოსების კვლავ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებისათვის განუზომელია. 
ვინც რუსეთის როლს ეწინააღმდეგება ქართულ-ოსუი~რი-აფხაზური კონფლიქტების მოვარების საქმეში, ჩემი აზრით, ის ქვეყნის მტერია და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის ირჯება.
                                                                                        
 -   ჩვენი პარტიის კარები ღია იქნება საქართველოს ყველა  მოაქალაქისთვის, ვინც ჩვენს პროგრამას, ჩვენს შეხედულებებს, ჩვენს საგარეო თუ საშინაო კურსს გაიზიარებს და ირწმუნებს.  
-   დაიჯერებს,  რომ ჩვენს მიერ დასახული გზით, რეალობის სწორად აღქმით თუ გადავრჩებით და არ წამოვეგებით იმპერიათა შორის მსოფლიო ლიდერობისთვის გაჩაღებულ პროვოკაციების ანკესზე.
- ვიმოქმედებთ მხოლოდ საქართველოს, თითოეული მოქალაქის  ინტერესების გათვალისწინებით.

    - ჩვენ, კითხვებს ჩვენს ამომრჩეველს ჩვენს მიერ განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე და დაპირებებზე გავცემთ.  
- ჩვენ , ხალხს ვეტყვით მხოლოდ სიმართლეს, რაც არ უნდა მწარე იყოს ის  და ვინც არ არის კახაბერი, კახაბერად  ვერ  გამოვაცხადებთ.
- ჩვენი მიზანია ერთხელ და სამუდამოდ   დასრულდეს ამ ქვეყანაში გარე ძალების მიერ თავსმოხვეული   პოლიტიკური უცხო მოვლენა- სახელად   კ ო ა ბ ი ტ ა ც ი ა .
 ვისაც შეგვიძლია და შეგვწევს უნარი  გავერთიანდეთ ამისათვის!

მტკიცედ  ვაფიქსირებთ, რომ   ჩვენი პარტიის მიზანი არ იქნება სხვა  რომელიმე პარტიის მიერ გაცემული დაპირებების რევიზია, ჩასაფრებულის პოზიციიდან კენჭების სროლა, რადგან ვიცით და გვჯერა, რომ მტრობა - მტრობას  შობს  და მხოლოდ სიყვარულით, ურთიერთგაგებით, ურთიერთ თანამშრომლობით თუ მივაღწევთ იმ სანუკვარ მიზანს,  რასაც  საქართველოს გაერთიანება, ეკონომიკური გაძლიერება , ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ქვია. 
   ბევრმა  ჩვენგანმა  ურთულესი ცხოვრების გზა გამოვიარეთ-  იყო დევნა,  ცილისწამება, დაპატიმრება, უამრავი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, მაგრამ  არასოდეს შეგვშინებია, არასოდეს დაგვიხევია უკან, არასოდეს  გვიღალატია ერთი სანუკვარი მიზნისთვის- უანგაროდ გვყვარებოდა ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი.
 

ქვეყნისთვის გარდამტეხი 2012 წელი იყო, თუმცა 2012 წელთან  შედარებით პოლიტიკური გარემო ქვეყანაში კვლავ არასახარბიელოა.  
ოფიციალური სტატისტიკაც კი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ საქართველოში შემოსავლების უთანაბრობა
პერმანენტულად იზრდება.
ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა უმუშევრობა, კვლავ დიდია საარსებო მინიმუმს მიღმა დარჩენილი ადამიანების რიცხვი.
 შედარებით მაღალშემოსავლიანი პირები ძალიან ვიწრო სეგმენტში ,უმთავრესად სახელმწიფო სტრუქტურების მაღლ ეშელონებში არიან კონცენტრირებული, ხოლო ოჯახების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
 მრავალშვილიანი დედებისათვის დაწესებულ შეღავათებს თუ არ გავითვალისწინებთ, ოჯახის ინსტიტუტის სტიმულირების სხვა პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს.
სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა და ვერ  შეიცვალა  ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის  დანიშნულების გაგება  ქვეყანაში და  ჩვენს ცნობიერებაში.

ვენთვის  2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გზაგასაყარია :
- ეს არის არჩევანი დამნაშავე რეჟიმთან  პოლიტიკური თანაცხოვრების, 
- ევროკავშირ -ნატოს  კარებზე  25 წლიანი დაუღალავი  „უაზრო კაკუნის“, 
- ქვეყნის არსებულ საზღვრებში კვლავ 4 წლით დატოვების,
-4 წლით  უზარო ლოდინის, 

-საგარეო ვალების, უიმედობის, უმუშევრობის  ზრდის,
-ეკომომიკური  წინსვლის მხლოდ ფურცლებზე და სტატისტიკურ ანგარიშებში დეკლარირების , 
-იდეაფიქსადქცეული  „ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“  და  საქართველოს რეალურ განვითარებას შორის, ანუ იმ გზას, რომელსაც ჩვენ და ჩვენი პარტია ვთავაზობთ საქართველოს. 

 

დღეს, როგორც არასდროს, სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი დარჩენილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამ მიზნისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
 "ნაციონალური მოძრაობის"  და მათი იდეოლოგიების პარტიებისთვის არჩევნები მხოლოდ ფარსი, სპექტაკლია. 
ვიყოთ ყურადღებით!
 
ისინი ქუჩაში გამოსვლას და 2003 წლის სცენარის განმეორებას გეგმავენ !
მათ  არჩევნები  საბაბად და  ქვეყანაში დესტაბილიზაციის დასაწყებად  სჭირდებათ, თუმცა  ჩვენი პარტია, ჩვენი გუნდი   ამ სიამოვნების განცდას არ მიანიჭებს და ყოველთვის იდგება იქ, სადაც ქართველ ხალხია.

  თუმცა, სიცრუის მანქანა  ძველებურად  ვეღარ მუშაობს  ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის- რეალობად და სინამდვილედ წარმოჩენაზე, მაგრამ დღესაც  კვლავინდებურად  საკუთარ ვირტუალურ სამყაროს ხატავენ  ეგრეთწოდებულ - ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, არასამთავრობოთა,  სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც, უტიფრად  შავს თეთრად ასაღებენ  და პირიქით. 
 ჩვენ ამ მუქთახორათა სექტას მოვუსპობთ  ქვეყნის გარედან უშრომელ შემოსავალს. 
 მივიღებთ კანონპროქტს  ამ კასტისთვის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინანსების აკრძალვის შესახებ. 
 სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღეს,როგორც მედიკოსები იტყვიან სტაბილურად მძიმე, კომატოზურ მდგომარეობაშია. მას ვერც რთულმა ქირურგიულმა ჩარევამ, 2012 წლის ოქტომბრის უსისხლო რევოლუციის სახით უშველა.  
იმედიც კი გაჩნდა  ქვეყნის სწრაფი გამოჯანმრთელების,თუმცა დღესაც კვლავ  აქტიურდება ძველი დაავადების მეტასტაზები.
 სამწუხაროდ, ეფექტური მკურნალობის  ნაცვლად ხელისუფლების  მიერ დანიშნული ექიმები (მინისტრები, მაღალი რანგის მმართველები), ხან სიტყვით პირდებოდნენ შველას და ხანაც ფალისფიცირებული მედიკამენტებით კვებავდენ ქვეყანას. 
-    უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 14 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება,
-    2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის საგარეო ვალი  მხოლოდ 1,564,315 $ იყო!  
საგარეო ვალი სააკაშვილის მმართველობის ეპოქაში  6- ჯერ გაიზარდა!
 

კვლავ ვაფიქსირებთ,  ქვეყნის  უმთავრესი შეცდომა  იდეაფიქსად ქცეული, აკვიატებული  საგარეო პოლიტიკური კურსია, რის გამოც საქართველო სსრკ-ს დაშლის შემდგომ, ფაქტობრივად „ერთ წრეზე ტრიალებს“ და ყველა უბედურება სწორედ ამ გაუთვითცნობიერებლად, მხოლოდ ემოციებიზე დაფუძნებული ხელისუფლების ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ  არჩეული კურსის შედეგია. 

-სამწუხაროა, რომ  ქვეყნის  „ევროპულ არჩევნას“  2008 წელს გაყალბებული პლებისციტის შედეგებზე აგებენ! 
- სამწუხაროა, რომ ქვეყანას  დღემდე არ გააჩნია  სახელმწიფო პენსიის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი განმარტებაც კი და ის გაიგივებულია ხანდაზმულთათვის სახელმწიფო შემწეობასთან. 

(თუმცა, ამას კოალიცია „ქართული ოცნება “ აფიქსირებდა კიდეც თავის  2012 წ.საარჩევნოპროგრამაში და მოსახლეობას ცვლილებას სთავაზობდა ) 

დღესაც,  სახელმწიფო პენსიის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნებასურვილზე.
 ყოველი უმნიშვნელო მატება  კი ემთხვევა პოლიტიკურ კალენდარს და იღებს ხელისუფლების „წყალობის” ფორმას.
-კრიტიკას ვერ უძლებს სამხედრო მოსამსახურეთა, პოლიციელთა  სოციალური და კარიერული პირობები, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობა.
 -დღეს,  შსს-ს  თუ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა  დისციპლინად  იყენებს ფინანსურ სადამსჯელო ღონისძიებას და ისედაც რთულ სოციალურ გარემოში ამძიმებს მოსამსახურეთა ყოფას. 
ჩვენ პარტია „ცენტრისტები“, პარტია "სტალინელები"  დავიწყებთ ზრუნვას სამხედრო მოსამსახურეთა, შსს-ს, ძალოვან უწყებათა თანამშრომლების დამსახურების, სტაჟის გათვალისწინებით  სახელმწიფო ბინებით უზრუველყოფის საკითხების მოსაგვარებლად. 

1.    ჩვენ, პარტია „ცენტრისტები“  ( არჩევნებში სკპ "სტალინელები" სახელით )  საქართველოს თითოეული პენიონერის დასახმარებლად ვაწარმოვებთ მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, რათა ქართველ პენსიონერს მიეცეს საშუალება  ისრალის მოქალაქეების მსგავსად ისარგებლოს ე.წ. რუსული პენსიის მიღებით, რომელიც მინიმუმ 400 ლარია, 

2.    დავასრულებთ  სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების და ნიღაბშეცვლილი პოლიტიკური ნაირსახეობების  ავტორიტარულ მმართველობას  საქართველოში,
3.    დავიწყებთ  პირდაპირ უშუალო დიალოგს და მოვთხოვთ  საქართველოს პრეზიდენტს დაიწყოს  დიალოგი  რუსეთის ფედერაციასიის პრეზიდენტთან. ქვეყნებს შორის მოლაპარაკების  უმთავრესი მიზანი საქართველოს გამთლიანება, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება იქნება,
4.    უზრუნველვყოფთ  ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც დავამყარებთ  მჭიდრო სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირს რუსეთის ფედრაციასთან,
5.    საქართველო გაწევრიანდება ევრაზიულ საბაჟო კავშირში, 
6.    დავიწყებთ და შეუქცევადს გავხდით ქვეყნის გამთლიანების პროცესს, 
7.    აფხაზეთის და  სამხრეთ ოსეთის  მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით განვახორციელებთ კონსტიტუციურ რეფორმას და შევცვლით სააკაშვილის ნება სურვილზე დაჭრილ და დამახინჯებულ კონსტიტუციას, 
8.    წარვადგენთ ადგილნაცვალი პირების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში  დაბრუნების გეგემას, (მაქს - 100 დღე ),
9.    წარვადგენთ ორმაგი მოქალაქეობის  კანონპროქეტს,
10.    წარვადგენთ  მინისტრთა კაბინეტის საკუთარ კანონპროექტს, სადაც გათვალისწინებული იქნება: ინფორმაციის სამინისტროს დაარსება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს -მშენებლობის სამინისტროდ გარდაქმნა, სასჯელაღსრულების, ევროინტეგრაციის,დიასპორის და ლტოლვილთა სამინისტროების გაუქმება,
11.    წარვადგენთ კანონპროექტს, სადაც კონსტიტუციით განისაზღვრება სამინისტროებში მინისტრთა  მოადგილეების რაოდენობა,  (მაქსიმუმ ორი ერთეულით),  კუთვნილი ავტომობილების ზღვრული ფასი,   
12.    სახელმწიფო სტრუქტურებში კანონმდებლობით განისაზღვრება  დანამატების და პრემირების სისტემა, 
13.    არ დავუშვებთ  ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გავათავისუფლებთ  საჯარო მოსამსახურეებს  მმართველი  ძალის წნეხისგან და გავმიჯნავთ  მათ პარტიული ინტერესისგან,
14.     საქართველოს ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციით  დავძლევთ  უმუშევრობას და სიღარიბეს,
15.    უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს შევუქმნით სიმდიდრის  და კეთილდღეობის პირობებს,
16.    დავიცავთ  კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს,
17.    ხელს შევუწყობთ  საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დავიცავთ  ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს,
18.    ხელს შევუწყობთ  სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას- თუმცა არა რელიგიური თუ ეთნიკური უმრავლესობის უფლებებების შეზღუდვის ხარჯზე,
19.    ვიზრუნებთ ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შევუწყობთ  საგანმანათლებლო სისტემის  საბჭოთა ( რეალურად  გერმანული )მოდელის- სწავლების 10 წლიანი სისტემის  დანერგვას, 
20.    მივიღებთ კანონპროექტს  ააიპ-ების, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინასების შესზღუდად, ისეთივეს, მაგალითისთვის როგორც მიღებულია  ისრაელსა თუ რუსეთის ფედერაციაში.
21.    საკანონმდებლო ორგანოში წარვადგენთ კანონპროექტს, რის თანახმადაც  საარჩევნო ოლქის  30% ამომრჩეველთა განცხადების საფუძველზე კანდიდატის წამდგენ პარტიას  უფლება ექნება მოუხსნას დეპუტატის მანდატი პარტიული სიით  წარდგენლ კანდიდატს,
22.    წარვადგენთ სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ კანონპროექტს,რაც ითვალისწინებს:
ა) სახელმწიფო ნავთობკორპორაციის აქტიურ ჩართვას  ნავთობპროდუქტების ფასების რეგულაციაში, 
ბ) წამალზე ფასების  რეგულირებისათვის გავხნით სახელმწიფო სააფთიაქო ქსელს, 
გ) დავადგენთ  ზღვრულ  საბანკო განაკვეთებს, 
დ)წარვადგენთ სახელმწიფო ანტიკორუფციულ პროქეტს,
23.    წარვადგენთ ერთიანი ფედერალური საგამოძიებო სტრუქტურის შექმნის კანონპროქეტს,
24.    წარვადგენთ  „სახელმწიფო სპორტულ პროგრამას“,   სახელმწიფო უფასო სპორტული ცენტრების დაარსების  პროექტს,
25.    წარვადგენთ ავტომანქანების განბაჟების გადასახადების შემცირების პროექტს,
26.    წარვადგენთ კომუნალური გადასახადების ერთიანი ევრაზიული სივრცესთან მიახლოებულ  ტარიფებს,
27.    წარვადგენთ  მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერების ლეგალიზების კანონპროექტს,
28.    წარვადგენთ  პროსტიტუციის კანონის ჩარჩოებში  მოქცევის და ლეგალიზების კანონპროქტეს,
29.    მივიღებთ კანონპროექტს   „ ქველმოქმედების შესახებ“ , რის მიხედვითაც  იურიდიული პირები, ორგანიზაციები ,რომლებიც ახორციელებენ ქველმოქმედებას ისარგებლებენ განსაკუთრებული შეღავათებით ,
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის იურიდიულ დასტურად  ამომრჩეველთან გავაფორმებთ  ხელშეკრულებას,  წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტიის ლიდერთა მიმართ  სამართლებრივი პასუხიმგებლობის დასაწყებად.

                                    
                                                                                  პრეზიდენტი
 ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან  პრეზიდენტი  სახელმწიფოს და მთავრობის  მეთაური იქნება .  იგი განასახიერებს ქვეყნის ერთიანობას, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და ასრულებს კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებულ მოვალეობას. 

                                                                                 მთავრობა
    მთავრობა გახდება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უხელმძღვანელებს სამოქალაქო უწყებებს. 
მთავრობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი  და პასუხისმგებელი იქნება  მისი საქმიანობის გამო პრეზიდენტის წინაშე. 

                                                                                პარლამენტი
 პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა  კანონშემოქმედება, მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი.  კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას. 
  იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის
შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი.  
                                              
                                            სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ინსტიტუტი 
 დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ქმედითი მექანიზმია ხელისუფლების საქმიანობის (ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით) მუდმივი კონტროლის გან-სახორციელებლად. 
  კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს ამ ინსტიტუტის ფორმირების წესი და საქმიანობის პრინციპები. კონსტიტუციამ უნდა დაადგინოს, სახალხო დამცველთან ერთად, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ერთი ან რამდენიმე სახალხო დამცველის თანამდებობის კანონით შემოღების შესაძლებლობა სპეციალურ პრობლემათა მიხედვით
 (მაგ., სახალხო დამცველი არასრულწლოვანთა საკითხებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საკითხებში), ამ პრობლემებზე სასწრაფო რეაგირებისა და მათი მოგვარებისათვის
                                                                         

                                                              სახელმწიფო ბიუჯეტი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისას პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთპასუხისმგებლობის საკითხი.
ამ საკითხში პირველი სიტყვა მთავრობას, ხოლო საბოლოო სიტყვა პარლამენტს უნდა ეკუთვნოდეს. პრეზიდენტი სარგებლობს ვეტოს უფლებით. 
 ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის წარდგენის უფლება მხოლოდ მთავრობას ექნება და მისი თანხმობის გარეშე ვერ მოხდება ბიუჯეტის პროექტში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც იწვევს სახელმწიფოს ხარჯის ზრდას ან შემოსავლის შემცირებას.
 მეორე მხრივ, მთავრობას უფლება არ ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე აიღოს სახელმწიფო სესხი ან რამე ფინანსური ვალდებულება, აგრეთვე, გადაიტანოს ხარჯი ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში.
კონტროლის პალატა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური)

   პარლამენტი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა
და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას აკონტროლებს კონტროლის პალატის მეშვეობით

                                        ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა და თვითმმართველობა

თვითმმართველობის ორგანოთა უმთავრესი ფუნქციაა მოსახლეობისათვის მომსახურების გაწევა მისი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება. ამისი აუცილებელი პირობა კი მოსახლეობასთან სიახლოვე და შესაბამისი უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებობაა. 
საქართველოში ამჟამად ჩამოყალიბებულია არაეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპების რეალიზებას. 
მმართველობის სისტემის ფიქტიური დეცენტრალიზაცია ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი და დასაყრდენია. 
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა ფაქტობრივად ფიქციაა და ყველაფერი წყდება ცენტრალური ხელისუფლებისა და მის მიერ დანიშნული გუბერნატორების მიერ.
ჩვენ გავაუქმებთ პრეზიდენტის რწმუნებულის (გუბერნატორის) პოსტს ,რაც დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს, მეორესმხრივ გამგებლებს მიეცემათ პირდაპირი კონტაქტის  საშუალება მთავრობასთან  და საკითხების  ოპერატიული გადაჭრის თუ  გადაწყვეტილების   მიღების  მეტი თავისუფლება. 
                                                   

                                                         საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები

დღეს საქართველო თავისი უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდში იმყოფება. 
რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა ცხადად გამოავლინა სახელმწიფო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღმასრულებელი სისტემების სისუსტე. 
ხელისუფლების უგნურების გამო ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, დანაწევრდა, რადიკალურად გაუარესდა მისი უსაფრთხოების მდგომარეობა, გამწვავდა სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. 
ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობის ნდობა. 
ომის შემდეგ ხელისუფლებას აღარ დარჩა ვითარების მოგვარების რესურსი. 
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის მძევლად იქცა. 
დღემდე  „რუსულ საფრთხესთან ბრძოლა“ -ეს არის ხელისუფლების ერთადერთი პასუხი საზოგადოებაში არსებულ მწვავე შეკითხვებზე ნებისმიერ საკითხთან, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში არსებულ პრობლემებთან მიმართებით.
საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა განისაზღვრებოდეს საქართველოს საშინაო ინტერესებიდან გამომდინარე და ეს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური ინტერესია.
საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. 
  მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. 
 ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;

              სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები ირითადი
 
საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, გონივრული და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის დეფიციტი ქართულ სახელმწიფოს მუდმივად თან სდევს.
  20 წლის განმავლობაში დაუსრულებელი „რეფორმების“ ფონზე მხოლოდ ერთი შედეგი მივიღეთ - მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო 2010 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მოცულობით 1990 წლიმაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩება, რაც მას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც კი გამოარჩევს .
 მშპ საქართველოში     1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით გაიზარდა 70%-ით,   ხოლო 2004-დან 2010 წლის ჩათვლით- მხოლოდ 36%-ით.

საზოგადოებრივი ნდობის კრედიტის ამოწურვასთან ერთად, სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო ძალადობრივი ღონისძიებების განხორციელება და მის დასავლელ პარტნიორებთან ამ მოქმედებების გასამართლებლად წამოიწყო პროპაგანდა,რომ ქართული საზოგადოება არ არის მზად დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. 
დღეს იმ რეჟიმის ნარჩენები კვლავ არიან მოკალათებული  ხელისუფლების, მათ შორის ძალოვან უწყებებში, რითაც სახელს უტეხენ მოქმედ ხელისუფლებას. 
ჩვენ ვიზრუნებთ ასეთი ადამიანების კუთვნილი ადგილების მისაჩენად. 
           სოფლის მეურნეობის განვითარება კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა
საწვავი საქართველოში მთლიანად იმპორტირებულია და მისი ფასი მსოფლიო ბაზრებზე ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებულ ფასზეა დამოკიდებული. 
მსოფლიო ფასების ზრდა მყისიერად და სრულად აისახება საქართველოში არსებულ ფასებზე, ხოლო
კლება - დაგვიანებით და გაცილებით ნაკლები მოცულობით. 
თუმცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ისტორიულ მიმუმუზეა  დასული, ჩვენთან ფასების კლება  და განსხვავება მხოლოდ იმპორტიორთა ჯიბეებზე აისახება. 
ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში შეზღუდულია კონკურენცია. შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები, რაც მომხმარებელზე (ძირითადად სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე)
მკვეთრად უარყოფითად აისახება.
   საქართველოს საბანკო სისტემაში კომერციული ბანკები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული.
წლების განმავლობაში ხელისუფლება მიზანმიმართულად ახდენს ცალკეულ მსხვილ კომერციულ ბანკებში როგორც მუნიციპალური პროექტების, ისე სხვა სახის მიზნობრივი დანიშნულების საბიუჯეტო თანხების გარკვეული ვადით აკუმულირებას, რის შედეგადაც გაუმართლებლად იზრდება ბანკის მიმდინარე ლიკვიდურობა, რაც ცალკეულ ბანკებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. 
საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებშიც საბანკო კრედიტები ძალიან ძვირია და
ეკონომიკის დაფინანსება კრედიტების ხარჯზე დაბალია. 
ვპირდებით მოსახლეობას, ამ კუთხით ჩვენ ვიზრუნებთ საბანკო სექტორის  განუკითხაობის ასალაგმავად .
                                      სახელმწიფო ენის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
საგანგებო ღონისძიებებია გასატარებელი ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დასაცავად. 
ამჟამად ამ საკითხის კონტროლი ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაგრამ მათი კომპეტენცია და შესაძლებლობები არ არის საკმარისი.
სახელმწიფო ენაზე ზრუნვა კვლავ უნდა იკისროს სახელმწიფომ, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა.  უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ.
სკოლებში უნდა გაიზარდოს ქართული ენის საათების რაოდენობა და ქართული ენის გრამატიკა უნდა გამოეყოს ენას და ლიტერატურის საათს. 
არაქართულენოვან მოსახლეობასთან მიმართებით შესამუშავებელია სათანადო პოლიტიკა და ღონისძიებები. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არაქართულენოვანი მოსახლეობის ჩაბმას საერთო
სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, რათა მათ ქართული სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი.

                                                                               სპორტი
ფაქტობრივად ქართული სპორტი , გარდა ერთეული სახეობისა (რაგბი, ჭიდაობა) მკვდარია.  პულსი არ ენიშნება ქართულ ფეხბურთს.  ამის მთავარი მოტივი არის, ის რომ სახელმწიფო უხეშად ერევა სპორტში. 
 საერთაშორისო სარბიელზე ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მიღწევების, მწვრთნელებისა და სპორტის სპეციალისტების მიერ ამ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, მათი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების დონე ჯერჯერობითკვლავ  ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
ჩვენი პარტია წარადგენს სპორტის განვითარების საკუთარ პროგრამას და მოახდენს სპორტის სახელმწიფოსგან გამიჯვნას. 

                                                      ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანი იქნება:
1.    ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური  კურსის გადახედვა,
2.    კონსტიტუციით ნატოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე უარის თქმა,
3.    რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაუყოვნებლივი  აღდგენა ,
4.    რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება,
5.    საქართველოს ევრაზიულ სივრცეში ინტეგრირება და საქართველოს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწვრიანება, 
6.    რუსული  სამხედრო ბაზების სტატუსის შეცვლა და ქათულ, აფხაზურ , ოსური კონფლიქიტის ზონაში საპოლიციო მანდატით აჭღურვა,  
7.    საქართველოს მოქალაქეთათვის ე.წ. რუსული (საბჭოთა) პენსიის მიღების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან  მოლაპარაკებების წარმოება, 
8.    ქართულ- აფხაზურ-ოსური კონფლიქტების მოგვარება,
9.    საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ორმაგი მოქალაქეობის შემოღება, 
10.    ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების 10 წლიანი მოდელის დანერგვა, 
11.     სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების გადახედვა, 
12.    სახელმწიფო დახმარების გაზრდა  მრავალშვილიანი ოჯახებისთვის,
13.    არასამთავრობო ორგანიზაციათათვის ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინანსების შეზღუდვა, 
14.    ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი რეფორმირება,
15.    სახელმწიფო სააფთიაქო ქსელის გახსნა,
16.    პურზე, ნავთობპროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულირება, 
17.    სოფლის მეურნეობის განვითარება, 
18.     ბიზნესგარემო და კონკურენციის პოლიტიკა, 
19.    გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება ,
20.    დეპოლიტიზებული პოლიცია, ძლიერი უშიშროების სამსახური, ერთობლივი ევრაზიული თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები,
21.    მუნიციპალიტეტების, საჯარო  მოხელეთა, ძალოვან უწყებათა თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი  ბინით  სახელმწიფო უზრუნველყოფა, 
22.     სახელმწიფო სპორტული პროგრამის ფარგლებში უსაფო სპორტული ცენტრების გახსნა, 
23.    მეცნიერების ხელშეწყობა,
24.    ავტომანქანების განბაჟების შემცირება,
25.    სასამართლოს დამოუკიდებლობა და  მოსამართლეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრა,
26.    რეალურად მოქნილი და სიცოცხლისუნარიანი  სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) აპარატის ჩამოყალიბება, 
27.    პარტიების საქმიანობის და დაფინანსების სისტემის რეფორმა,
28.    დასაქმების სახელმწიფო კომიტეტის შექმნა, 
29.    კომუნალური გადასახადების ტარიფების შემცირება და ევრაზიულთან გატოლება, 
30.    კრედიტების ხელმისაწვდომობა,ზღვრული საბანკო განაკვეთის დაწესება,
31.    საბიუჯეტო პოლიტიკა და პრიორიტეტების ახლებური განსაზღვრა, 
32.    იპოთეკით დაზარალებული მოსახლოების პრობლემების სახელმწიფო კომისიის შექმნა და საკითხის გამოკვლევამდე სახელმწიფო ვალად აღიარება, 
33.    პროსტიტუციის, აზარტული თამაშების ადგილების განსაზღვრა  და  მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია